ჩვენი პროექტის, “ბავშვები ბავშვებისთვის”, მიზანია
მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება ბავშვთა უფლებებისა და ბავშვთა შრომის შესახებ.
პროექტის ბენეფიციარები, აქტივობებში ჩართული მოსწავლეები, პირობითად შეგვიძლია გავყოთ
ორ ნაწილად:
1. ქ. მარნეულის #2 საჯარო სკოლის მოსწავლეები, ე. წ.
აქტიური ბენეფიციარები, რომლებიც ყოველკვირეულად მუშაობენ პროექტით გათვალისწინებული
საკითხების შესახებ და ემზადებიან სხვა სკოლებში პრეზენტაციების მოსაწყობად.
2. სხვა ოთხი
სკოლის მოსწავლეები, ე. წ. პასიური ბენეფიციარები, რომლებიც დაესწრებიან პირველი ჯგუფის
მოსწავლეთა მიერ გამართულ შეხვედრებს.
ჩვენ გაცნობიერებული გვაქვს, რომ ის ფაქიზი საკითხები,
რომლებსაც პროექტის ფარგლებში განვიხილავთ, შეიძლება გარკვეული კონფლიქტების გამომწვევი
იყოს. ვგულისხმობთ კონფლიქტს, აზრთა სხვადასხვაობას ბავშვებსა და უფროსებს, მათი ოჯახის
წევრებს შორის. ჩვენ ამას პირდაპირ აღვნიშნავთ და ვთანხმდებით, რომ ჩვენი მიზანი ვინმესთან
დაპირიესპირება კი არაა, არამედ იმის გაცნობიერება, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ ჩვენ, როდესაც
თავად გვეყოლება შვილები. ეს იმას არ ნიშნავს, რომ დღესვე არ გავაცნობიეროთ ჩვენი უფლება-მოვალეობები
და არ ვიზრუნოთ ჩვენი უფლებების დაცვისთვის.
ჩვენი სკოლის მოსწავლეები ანუ ე. წ. აქტიური ბენეფიციარები
პროექტით გათვალისწინებული მიზნების გარდა იუმჯობესებენ ისეთ კომპეტენციებს, როგორიცაა
პრეზენტაციის, კვლევითი საქმიანობის წარმართვის, დისკუსიის, წერითი და ზეპირმეტყველებითი უნარები. ძალიან სახალისო და
სასარგებლო აღმოჩნდა ჩვენ მიერ მცირე ვიდეორგოლების გადაღება, რისთვისაც მოსწავლეებმავე
მოირგეს სცენარისტების, მსახიობებისა და რეჟისორების როლები.
წარმატება ჩვენ!
ReplyDeleteყოჩაღ!
ReplyDelete