Sunday, November 26, 2017

პრეზენტაცია კასუმლოს საჯარო სკოლაში

👨‍🏫სსიპ ქალაქ მარნეულის N2 საჯარო სკოლის კლუბმა "ბავშვები ბავშვებისთვის" ადვოკატირების პროგრამა დაასრულა! ოთხი შეხვედრის განმავლობაში კლუბის წევრები შეხვდნენ დაახლოებით 150 მოსწავლეს და გააცნეს მსოფლიოსა და საქართველოში ბავშვთა შრომის მიმართულებით არსებული გამოწვევები/პრობლემები.
📚 25 ნოემბერს კლუბის წევრები მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კასუმლოს საჯარო სკოლას ესტუმრნენ. 
➡️შეხვედრის ფარგლებში ჩვენი სკოლის მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებმა ფატიმა მუსტაფაევამ, სევილ ალახვერდიევამ, ფანარა ჩოვდაროვამ თოგრულ შარაფოვმა და მეჰემედ გაჯიევმა ჩაატარეს პრეზენტაცია თემებზე: "ბავშვთა უფლებათა კონვენცია" და "არასრულწლოვანთა შრომა საქართველოში".
👉პრეზენტაციამ დიდი ინტერესი გამოიწვია. დაისვა უამრავი შეკითხვა, გამოითქვა საჭირო მოსაზრებები, საყოველთაო მოწონება დაიმსახურა კლუბის წევრების მიერ გადაღებულმა ვიდეორგოლებმა.
🌐კასუმლოს საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად ვისაუბრეთ ჩვენს სამიზნე თემატიკაზე:
• ბავშვებს ხელი არ უნდა ეშლებოდეს განათლების მიღებაში;
• სიღარიბის დამარცხება ვერ ხერხდება ბავშვების განთლების ნაცვლად მათი შრომით საქმიანობაში ჩართვით. პირიქით, ეს მიდგომა ახანგრძლივებს სიღარიბესა და გაჭირვებას;
• ჩვენი მთავარი მიღწევა იქნება, თუ ჩვენ და ჩვენი თანატოლები - მომავალი მშობლები, ეფექტურ სივრცეს შევუქმნით ჩვენს შვილებს თვითგანვითარებისა და სრულფასოვანი რეალიზებისთვის.
👨‍🏫შეხვედრის დასრულების შემდეგ ტრადიციულად გავუმასპინძლდით მოსწავლეებს.
კლუბის მუშაობას ფასილიტაციას უწევენ გიორგი ჯუმბერისძე ჭაუჭიძე და თემო სუყაშვილი
➡️სკოლა პროექტს ახორციელებს სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის (CDI), World Vision-თან პარტნიორობითა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - "სკოლის ახალგაზრდული ჯგუფების მხარდაჭერა ეფექტური და მდგრადი გადაწყვეტილებებისათვის (SYNCS)".


დამატებითი ფოტო მასალა იხილეთ აქ!


No comments:

Post a Comment