გიორგი ჯუმბერისძე ჭაუჭიძე თემო სუყაშვილი
ბავშვები ბავშვებისთვის
ბლოგი ეკუთვნის სსიპ ქალაქ მარნეულის N2 საჯარო სკოლის ბავშვთა უფლებების კლუბს. https://www.facebook.com/marneuli.school2/
Wednesday, November 29, 2017
პროექტი „ბავშვები ბავშვებისთვის“ თბილისში ექსკურსიით დასრულდა
გიორგი ჯუმბერისძე ჭაუჭიძე თემო სუყაშვილი
Sunday, November 26, 2017
პრეზენტაცია კასუმლოს საჯარო სკოლაში
• ბავშვებს ხელი არ უნდა ეშლებოდეს განათლების მიღებაში;
• სიღარიბის დამარცხება ვერ ხერხდება ბავშვების განთლების ნაცვლად მათი შრომით საქმიანობაში ჩართვით. პირიქით, ეს მიდგომა ახანგრძლივებს სიღარიბესა და გაჭირვებას;
• ჩვენი მთავარი მიღწევა იქნება, თუ ჩვენ და ჩვენი თანატოლები - მომავალი მშობლები, ეფექტურ სივრცეს შევუქმნით ჩვენს შვილებს თვითგანვითარებისა და სრულფასოვანი რეალიზებისთვის.
კლუბის მუშაობას ფასილიტაციას უწევენ გიორგი ჯუმბერისძე ჭაუჭიძე და თემო სუყაშვილი
დამატებითი ფოტო მასალა იხილეთ აქ!
Friday, November 24, 2017
ვმესამე ვიზიტი ალგეთის N1 საჯარო სკოლაში
გრძელდება კლუბის "ბავშვები ბავშვებისთვის" გასვლითი აქტივობები!
📚 კლუბის წევრები ამჯერად მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთის N1 საჯარო სკოლას ესტუმრნენ.
➡️შეხვედრის ფარგლებში ჩვენი სკოლის მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებმა ფატიმა მუსტაფაევამ, აისუ გასანოვამ, ემილ მუსაევმა, გუნაი ახმედოვამ და რუგაია გულუზადემ ჩაატარეს პრეზენტაცია თემებზე: "ბავშვთა უფლებათა კონვენცია" და "არასრულწლოვანთა შრომა საქართველოში".
👉პრეზენტაციამ დიდი ინტერესი გამოიწვია. დაისვა უამრავი შეკითხვა, გამოითქვა საჭირო მოსაზრებები, საყოველთაო მოწონება დაიმსახურა კლუბის წევრების მიერ გადაღებულმა ვიდეორგოლებმა.
🌐ალგეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად ვისაუბრეთ ჩვენს სამიზნე თემატიკაზე:
• ბავშვებს ხელი არ უნდა ეშლებოდეს განათლების მიღებაში;
• სიღარიბის დამარცხება ვერ ხერხდება ბავშვების განთლების ნაცვლად მათი შრომით საქმიანობაში ჩართვით. პირიქით, ეს მიდგომა ახანგრძლივებს სიღარიბესა და გაჭირვებას;
• ჩვენი მთავარი მიღწევა იქნება, თუ ჩვენ და ჩვენი თანატოლები - მომავალი მშობლები, ეფექტურ სივრცეს შევუქმნით ჩვენს შვილებს თვითგანვითარებისა და სრულფასოვანი რეალიზებისთვის.
👨🏫შეხვედრის დასრულების შემდეგ გავუმასპინძლდით მოსწავლეებს/პედაგოგებს.
კლუბის მუშაობას ფასილიტაციას უწევენ გიორგი ჯუმბერისძე ჭაუჭიძე და თემო სუყაშვილი.
➡️სკოლა პროექტს ახორციელებს სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის (CDI), World Vision-თან პარტნიორობითა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - "სკოლის ახალგაზრდული ჯგუფების მხარდაჭერა ეფექტური და მდგრადი გადაწყვეტილებებისათვის (SYNCS)".

• ბავშვებს ხელი არ უნდა ეშლებოდეს განათლების მიღებაში;
• სიღარიბის დამარცხება ვერ ხერხდება ბავშვების განთლების ნაცვლად მათი შრომით საქმიანობაში ჩართვით. პირიქით, ეს მიდგომა ახანგრძლივებს სიღარიბესა და გაჭირვებას;
• ჩვენი მთავარი მიღწევა იქნება, თუ ჩვენ და ჩვენი თანატოლები - მომავალი მშობლები, ეფექტურ სივრცეს შევუქმნით ჩვენს შვილებს თვითგანვითარებისა და სრულფასოვანი რეალიზებისთვის.
კლუბის მუშაობას ფასილიტაციას უწევენ გიორგი ჯუმბერისძე ჭაუჭიძე და თემო სუყაშვილი.

Thursday, November 16, 2017
ვიზიტი შაუმიანის N3 საჯარო სკოლაში
• ბავშვებს ხელი არ უნდა ეშლებოდეს განათლების მიღებაში;
• სიღარიბის დამარცხება ვერ ხერხდება ბავშვების განთლების ნაცვლად მათი შრომით საქმიანობაში ჩართვით. პირიქით, ეს მიდგომა ახანგრძლივებს სიღარიბესა და გაჭირვებას;
• ჩვენი მთავარი მიღწევა იქნება, თუ ჩვენ და ჩვენი თანატოლები - მომავალი მშობლები, ეფექტურ სივრცეს შევუქმნით ჩვენს შვილებს თვითგანვითარებისა და სრულფასოვანი რეალიზებისთვის.
Saturday, November 11, 2017
პირველი გასვლითი შეხვედრა სადახლოში
სსიპ ქ. მარნეულის მე-2 საჯარო სკოლის ბავშვთა უფლებების კლუბმა “ბავშვები ბავშვებისთვის”, რომელიც სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებშია ორგანიზებული, გასვლითი შეხვედრები დაიწყო.
დღეს გაიმართა პირველი შეხვედრა თანატოლებთან, სადახლოს პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებთან. პირველ საათზე უკვე მათთან ვიყავით. დირექტორმა თბილად მიგვიღო და წარგვადგინა ჩვენი კლუბის წევრების შესახვედრად მოსულ სადახლოელ მოსწავლეებთან.
ყველას გვაწუხებდა შეკითხვები: ხომ არ ინერვიულებენ ჩვენი კლუბის პრეზენტატორები თანატოლებთან წარდგენისას? ხომ არ დაიბნეოდნენ აუდიტორიიდან დასმული შეკითხვების დროს? რამდენად ექნებოდათ სიღრმისეულად გააზრებული ის საკითხები რომლებზეც აპირებდნენ საუბარს?! ვღელავდით...
ბოლო კადრები გავიხსენოთ: ბავშვები საუბრობენ, სვამენ შეკითხვებს, გამოთქვამენ ვარაუდებს, აფიქსირებენ მოსაზრებებს. ზოგჯერ გვეჩვენება კიდეც, ზედმეტი სითამამის გამო არასწორად არ იყოს ინტერპრეტირებული ჩვენი მესიჯები. ჩვენ ხომ ისეთ საკითხებს ვეხებით, რომელთა არასწორი გაგება, შესაძლოა გარკვეული სირთულეების გამომწვევიც იყოს. მაგრამ ყველაფერი ისე იყო აღქმული და გაგებული, როგორც უნდა ყოფილიყო. მოკლედ, ყველაფერი პოზიტიურად, შინაარსიანად და საკმაოდ ეფექტურად დამთავრდა.
ამ შედეგში თავისი როლი ითამაშა დამხვედრი სადახლოელი მოსწავლების ინტერესმა, კეთილგანწყობამ და დამოკიდებულებამ. მართალია, დასაწყისში ცოტა შებოჭილები იყვნენ და ერიდებოდათ საკუთარი მოსაზრებების გამოხატვა, მერე თანდათან გაიხსნენ და ფრიად საინტერესო შეხედულებებიც გაგვიზიარეს. მსმენელებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენ მიერ გადაღებულმა ფილმმა.
ვისაუბრეთ ჩვენს სამიზნე თემატიკაზე: ბავშვთა უფლებები, ბავშვთა შრომა. კვლავ გახმოვანდა ჩვენი საკვანძო პრინციპები:
• ბავშვებს ხელი არ უნდა ეშლებოდეს განათლების მიღებაში.
• სიღარიბის დამარცხება ვერ ხერხდება ბავშვების განთლების ნაცვლად მათი შრომით საქმიანობაში ჩართვით. პირიქით, ეს მიდგომა ახანგრძლივებს სიღარიბესა და გაჭირვებას.
• ჩვენი მთავარი მიღწევა იქნება, თუ ჩვენ და ჩვენი თანატოლები - მომავალი მშობლები, ეფექტურ სივრცეს შევუქმნით ჩვენს შვილებს თვითგანვითარებისა და სრულფასოვანი რეალიზებისთვის.
![]() |
| პრეზენტატორები |
პროექტის მართვის ჯგუფი გაკვირვებულები დავრჩით, იმდენად ეფექტური და სამაგალითო გამოდგა ჩვენი პრეზენტატორების გამოსვლა, ქცევები, მეტყველება. კუთვნილი შექება დაიმსახურეს აისელ ალიოღლიმ, სევილ ალახვერდიევამ, აისუნ ნურმამედოვამ, ზაქარია მამედოვმა. შეხვედრის შეხვედრების შემდეგ ერთმანეთს გავუზიარეთ ჩვენი ემოციები, შთაბეჭდილებები. აქვე შევთანხმდით, რომ შემდეგ შეხვედრაზე პრეზენტატორები როტაციის პრინციპით შეიცვლებიან.
შემდეგი შეხვედრა შაუმიანელ მოსწავლეებთან გველოდება. დარწმუნებულები ვართ, იქიდანაც სასიამოვნო და სასარგებლო შთაბეჭდილებებით დავბრუნდებით.
პატივისცემით,
პროექტის "ბავშვები ბავშვებისთვის" მართვის ჯგუფი
Subscribe to:
Comments (Atom)





