Wednesday, November 29, 2017

პროექტი „ბავშვები ბავშვებისთვის“ თბილისში ექსკურსიით დასრულდა

🏁 მაშ ასე, სსიპ ქალაქ მარნეულის N2 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბმა "ბავშვები ბავშვებისთვის" ადვოკატირების პროგრამა თბილისში ვიზიტით დაასრულა!
🏪 სკოლის ბაზაზე:
➡️ მოეწყო ათი სამუშაო შეხვედრა;
➡️ დაიგეგმა და ჩატარდა ექსპერტთან შეხვედრები;
➡️ მომზადდა პრეზენტაციები ბავშვთა შრომაზე;
🎥 მოსწავლეებმა გადაიღეს ორი საგანმანათლებლო ვიდეო რგოლი;
📊 ჩატარდა კვლევა თბილისსა და მარნეულში;
🏕️ მოეწყო გასვლითი აქტივობვები მარნეულის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებში:
➡️ სადახლო, შაუმიანი, ალგეთი და კასუმლო.
➡️ ტრენერ-პრეზენტატორმა მოსწავლეებმა 150-მდე თანატოლს გააცნეს ბავშვთა შრომის მიმართულებით არსებული პრობლემები და გამოწვევები;
➡️ გაიმართა დისკუსია ბავშვთა შრომის თემატიკაზე;
➡️ მოსწავლეებმა განიხილეს ვიდეო რგოლში წარმოჩენილი პრობლემები;
➡️ შედგა შემაჯამებელი ექსკურსია თბილსში.
🍔 პროექტში მონაწილე მოსწავლეები უზრუნველყოფილნი იყვნენ კვებითა და ტრანსპორტირებით (როგორც შიდა, ასევე გასვლით ღონისძიებებზე).
👨‍🏫 კლუბის მუშაობას ფასილიტაციას უწევდნენ პედაგოგები: გიორგი ჭაუჭიძე და თემო სუყაშვილი.
გიორგი ჯუმბერისძე ჭაუჭიძე თემო სუყაშვილი
🇬🇪🇪🇺️ სკოლა პროექტს ახორციელებდა სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის (CDI), World Vision-თან პარტნიორობითა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - "სკოლის ახალგაზრდული ჯგუფების მხარდაჭერა ეფექტური და მდგრადი გადაწყვეტილებებისათვის (SYNCS)" ფარგლებში.
პროექტის გუნდი მადლობას უხდის სკოლის დირექციას პარტნიორ ორგანიზაციებს, სკოლებს გაწეული დახმარებისთვის და სასამოვნო თანამშრომლობისათვის!

Sunday, November 26, 2017

პრეზენტაცია კასუმლოს საჯარო სკოლაში

👨‍🏫სსიპ ქალაქ მარნეულის N2 საჯარო სკოლის კლუბმა "ბავშვები ბავშვებისთვის" ადვოკატირების პროგრამა დაასრულა! ოთხი შეხვედრის განმავლობაში კლუბის წევრები შეხვდნენ დაახლოებით 150 მოსწავლეს და გააცნეს მსოფლიოსა და საქართველოში ბავშვთა შრომის მიმართულებით არსებული გამოწვევები/პრობლემები.
📚 25 ნოემბერს კლუბის წევრები მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კასუმლოს საჯარო სკოლას ესტუმრნენ. 
➡️შეხვედრის ფარგლებში ჩვენი სკოლის მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებმა ფატიმა მუსტაფაევამ, სევილ ალახვერდიევამ, ფანარა ჩოვდაროვამ თოგრულ შარაფოვმა და მეჰემედ გაჯიევმა ჩაატარეს პრეზენტაცია თემებზე: "ბავშვთა უფლებათა კონვენცია" და "არასრულწლოვანთა შრომა საქართველოში".
👉პრეზენტაციამ დიდი ინტერესი გამოიწვია. დაისვა უამრავი შეკითხვა, გამოითქვა საჭირო მოსაზრებები, საყოველთაო მოწონება დაიმსახურა კლუბის წევრების მიერ გადაღებულმა ვიდეორგოლებმა.
🌐კასუმლოს საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად ვისაუბრეთ ჩვენს სამიზნე თემატიკაზე:
• ბავშვებს ხელი არ უნდა ეშლებოდეს განათლების მიღებაში;
• სიღარიბის დამარცხება ვერ ხერხდება ბავშვების განთლების ნაცვლად მათი შრომით საქმიანობაში ჩართვით. პირიქით, ეს მიდგომა ახანგრძლივებს სიღარიბესა და გაჭირვებას;
• ჩვენი მთავარი მიღწევა იქნება, თუ ჩვენ და ჩვენი თანატოლები - მომავალი მშობლები, ეფექტურ სივრცეს შევუქმნით ჩვენს შვილებს თვითგანვითარებისა და სრულფასოვანი რეალიზებისთვის.
👨‍🏫შეხვედრის დასრულების შემდეგ ტრადიციულად გავუმასპინძლდით მოსწავლეებს.
კლუბის მუშაობას ფასილიტაციას უწევენ გიორგი ჯუმბერისძე ჭაუჭიძე და თემო სუყაშვილი
➡️სკოლა პროექტს ახორციელებს სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის (CDI), World Vision-თან პარტნიორობითა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - "სკოლის ახალგაზრდული ჯგუფების მხარდაჭერა ეფექტური და მდგრადი გადაწყვეტილებებისათვის (SYNCS)".


დამატებითი ფოტო მასალა იხილეთ აქ!


Friday, November 24, 2017

ვმესამე ვიზიტი ალგეთის N1 საჯარო სკოლაში

გრძელდება კლუბის "ბავშვები ბავშვებისთვის" გასვლითი აქტივობები!
📚 კლუბის წევრები ამჯერად მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთის N1 საჯარო სკოლას ესტუმრნენ. 
➡️შეხვედრის ფარგლებში ჩვენი სკოლის მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებმა ფატიმა მუსტაფაევამ, აისუ გასანოვამ, ემილ მუსაევმა, გუნაი ახმედოვამ და რუგაია გულუზადემ ჩაატარეს პრეზენტაცია თემებზე: "ბავშვთა უფლებათა კონვენცია" და "არასრულწლოვანთა შრომა საქართველოში".
👉პრეზენტაციამ დიდი ინტერესი გამოიწვია. დაისვა უამრავი შეკითხვა, გამოითქვა საჭირო მოსაზრებები, საყოველთაო მოწონება დაიმსახურა კლუბის წევრების მიერ გადაღებულმა ვიდეორგოლებმა.
🌐ალგეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად ვისაუბრეთ ჩვენს სამიზნე თემატიკაზე:
• ბავშვებს ხელი არ უნდა ეშლებოდეს განათლების მიღებაში;
• სიღარიბის დამარცხება ვერ ხერხდება ბავშვების განთლების ნაცვლად მათი შრომით საქმიანობაში ჩართვით. პირიქით, ეს მიდგომა ახანგრძლივებს სიღარიბესა და გაჭირვებას;
• ჩვენი მთავარი მიღწევა იქნება, თუ ჩვენ და ჩვენი თანატოლები - მომავალი მშობლები, ეფექტურ სივრცეს შევუქმნით ჩვენს შვილებს თვითგანვითარებისა და სრულფასოვანი რეალიზებისთვის.
👨‍🏫შეხვედრის დასრულების შემდეგ გავუმასპინძლდით მოსწავლეებს/პედაგოგებს.
კლუბის მუშაობას ფასილიტაციას უწევენ გიორგი ჯუმბერისძე ჭაუჭიძე და თემო სუყაშვილი.
➡️სკოლა პროექტს ახორციელებს სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის (CDI), World Vision-თან პარტნიორობითა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - "სკოლის ახალგაზრდული ჯგუფების მხარდაჭერა ეფექტური და მდგრადი გადაწყვეტილებებისათვის (SYNCS)".




Thursday, November 16, 2017

ვიზიტი შაუმიანის N3 საჯარო სკოლაში

📚ბავშთა უფლებების კლუბი "ბავშვები ბავშვებისთვის" მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანის N3 საჯარო სკოლას ესტუმრა.
➡️შეხვედრის ფარგლებში ჩვენი სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა ფანარა ჩოვდაროვამ, ემილია ზეინალოვამ, თოგრულ შარაფოვმა და მაჰამედ გაჯიევმა ჩაატარეს პრეზენტაცია თემებზე: "ბავშვთა უფლებათა კონვენცია" და "არასრულწლოვანთა შრომა საქართველოში".
👉პრეზენტაციამ დიდი ინტერესი გამოიწვია. დაისვა უამრავი შეკითხვა, გამოითქვა საჭირო მოსაზრებები, საყოველთაო მოწონება დაიმსახურა კლუბის წევრების მიერ გადაღებულმა ვიდეორგოლებმა. მოსწავლეებმა გაცვალეს საკონტაქტო ინფორმაცია, გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები, სუფევდა მეგობრული ატმოსფერო.
🌐შაუმიანის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად ვისაუბრეთ ჩვენს სამიზნე თემატიკაზე:
• ბავშვებს ხელი არ უნდა ეშლებოდეს განათლების მიღებაში;
• სიღარიბის დამარცხება ვერ ხერხდება ბავშვების განთლების ნაცვლად მათი შრომით საქმიანობაში ჩართვით. პირიქით, ეს მიდგომა ახანგრძლივებს სიღარიბესა და გაჭირვებას;
• ჩვენი მთავარი მიღწევა იქნება, თუ ჩვენ და ჩვენი თანატოლები - მომავალი მშობლები, ეფექტურ სივრცეს შევუქმნით ჩვენს შვილებს თვითგანვითარებისა და სრულფასოვანი რეალიზებისთვის.
👨‍🏫შეხვედრის დასრულების შემდეგ გავუმასპინძლდით სომხური სკოლის მოსწავლეებს/პედაგოგებს და ჩავატარეთ მხიარული აქტივობები.
კლუბის მუშაობას ფასილიტაციას უწევენ გიორგი ჯუმბერისძე ჭაუჭიძე და თემო სუყაშვილი
➡️სკოლა პროექტს ახორციელებს სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის (CDI), World Vision-თან პარტნიორობითა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - "სკოლის ახალგაზრდული ჯგუფების მხარდაჭერა ეფექტური და მდგრადი გადაწყვეტილებებისათვის (SYNCS)" 


Saturday, November 11, 2017

პირველი გასვლითი შეხვედრა სადახლოში

სსიპ ქ. მარნეულის მე-2 საჯარო სკოლის ბავშვთა უფლებების კლუბმა “ბავშვები ბავშვებისთვის”, რომელიც სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებშია ორგანიზებული, გასვლითი შეხვედრები დაიწყო.
დღეს გაიმართა პირველი შეხვედრა თანატოლებთან, სადახლოს პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებთან. პირველ საათზე უკვე მათთან ვიყავით. დირექტორმა თბილად მიგვიღო და წარგვადგინა ჩვენი კლუბის წევრების შესახვედრად მოსულ სადახლოელ მოსწავლეებთან.
ყველას გვაწუხებდა შეკითხვები: ხომ არ ინერვიულებენ ჩვენი კლუბის პრეზენტატორები თანატოლებთან წარდგენისას? ხომ არ დაიბნეოდნენ აუდიტორიიდან დასმული შეკითხვების დროს? რამდენად ექნებოდათ სიღრმისეულად გააზრებული ის საკითხები რომლებზეც აპირებდნენ საუბარს?! ვღელავდით...
ბოლო კადრები გავიხსენოთ: ბავშვები საუბრობენ, სვამენ შეკითხვებს, გამოთქვამენ ვარაუდებს, აფიქსირებენ მოსაზრებებს. ზოგჯერ გვეჩვენება კიდეც, ზედმეტი სითამამის გამო არასწორად არ იყოს ინტერპრეტირებული ჩვენი მესიჯები. ჩვენ ხომ ისეთ საკითხებს ვეხებით, რომელთა არასწორი გაგება, შესაძლოა გარკვეული სირთულეების გამომწვევიც იყოს. მაგრამ ყველაფერი ისე იყო აღქმული და გაგებული, როგორც უნდა ყოფილიყო. მოკლედ, ყველაფერი პოზიტიურად, შინაარსიანად და საკმაოდ ეფექტურად დამთავრდა.
ამ შედეგში თავისი როლი ითამაშა დამხვედრი სადახლოელი მოსწავლების ინტერესმა, კეთილგანწყობამ და დამოკიდებულებამ. მართალია, დასაწყისში ცოტა შებოჭილები იყვნენ და ერიდებოდათ საკუთარი მოსაზრებების გამოხატვა, მერე თანდათან გაიხსნენ და ფრიად საინტერესო შეხედულებებიც გაგვიზიარეს. მსმენელებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენ მიერ გადაღებულმა ფილმმა.
ვისაუბრეთ ჩვენს სამიზნე თემატიკაზე: ბავშვთა უფლებები, ბავშვთა შრომა. კვლავ გახმოვანდა ჩვენი საკვანძო პრინციპები:
• ბავშვებს ხელი არ უნდა ეშლებოდეს განათლების მიღებაში.
• სიღარიბის დამარცხება ვერ ხერხდება ბავშვების განთლების ნაცვლად მათი შრომით საქმიანობაში ჩართვით. პირიქით, ეს მიდგომა ახანგრძლივებს სიღარიბესა და გაჭირვებას.
• ჩვენი მთავარი მიღწევა იქნება, თუ ჩვენ და ჩვენი თანატოლები - მომავალი მშობლები, ეფექტურ სივრცეს შევუქმნით ჩვენს შვილებს თვითგანვითარებისა და სრულფასოვანი რეალიზებისთვის.

პრეზენტატორები
პროექტის მართვის ჯგუფი გაკვირვებულები დავრჩით, იმდენად ეფექტური და სამაგალითო გამოდგა ჩვენი პრეზენტატორების გამოსვლა, ქცევები, მეტყველება. კუთვნილი შექება დაიმსახურეს აისელ ალიოღლიმ, სევილ ალახვერდიევამ, აისუნ ნურმამედოვამ, ზაქარია მამედოვმა. შეხვედრის შეხვედრების შემდეგ ერთმანეთს გავუზიარეთ ჩვენი ემოციები, შთაბეჭდილებები. აქვე შევთანხმდით, რომ შემდეგ შეხვედრაზე პრეზენტატორები როტაციის პრინციპით შეიცვლებიან.
შემდეგი შეხვედრა შაუმიანელ მოსწავლეებთან გველოდება. დარწმუნებულები ვართ, იქიდანაც სასიამოვნო და სასარგებლო შთაბეჭდილებებით დავბრუნდებით.
➡️სკოლა პროექტს ახორციელებს სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის (CDI), World Vision-თან პარტნიორობითა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტს - "სკოლის ახალგაზრდული ჯგუფების მხარდაჭერა ეფექტური და მდგრადი გადაწყვეტილებებისათვის (SYNCS)" ფარგლებში.

პატივისცემით,
პროექტის "ბავშვები ბავშვებისთვის" მართვის ჯგუფი